Monday, May 9, 2016

მე-9 დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-"საქართველოს მეფეები(ბაგრატიონები)"

ეს ტრენინგ -მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში ჩართული, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში. 
მსვლელობისას  ამ მოდულის ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის  საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.

Sunday, May 8, 2016

მე-8 დღე

მეშვიდე და მერვე დღის მოდულმა საშუალება მომცა დავფიქრებულიყავი მასწავლებლის როლზე,როგორც ფასილიტატორზე შემდეგი თვალსაზრისით დიფერენცირებული სწავლება;საპროექტო სწავლების მიდგომის წარმატებაა,ამ დროს ყველა მოსწავლე ჩართულია აქტივობებში შესაძლებლობის გათვალისწინებით. ვქმნით მოსწავლის მხარდამჭერ სავარჯიშოს, რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს ცოდნის გამოყენება. ფასილიტაცია საჭიროა, რომ გეზი მივცეთ მოსწავლეებს და გავუადვილოთ საბაზო ცოდნის გამოყენება.

Saturday, May 7, 2016

მე-7 დღე



მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებულიშეფასების ფორმები შემდეგი თვალსაზრისით პორტფოლიოს რუბრიკის გამოყენებით შევუფასე კოლეგას მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
 დროის ჩარჩოში შევიტანე ცვლილება და მოვარგე ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს. ჩავამატე შეფასების 2 ინსტრუმენტი ჩეკლისტი და რუბრიკა. გეგმის შაბლონში ავწერე პროექტში გამოყენებული შეფასების მეთოდების მიზნები.

Sunday, April 24, 2016

მე-6 დღე

შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც გაუადვილებს მოსწავლეს დავალებების შესრულებას. ასევე შევქმენიჩეკლისტი,რომელიც დაეხმარება ააწოს სლაიდები და გააკეთოს თვითშეფასება.

Saturday, April 23, 2016

მე-5 დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენაშეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. განვათავსეთ ბლოგძე საკუთარი პრეზენტაციები, შევაფასეთ კოლეგების საკვანძო კითხვები და სასწავლო შეფასების რუბრიკის გამოყენებით. bookmarks-ის გამოყენება რათა მოსწავლემ უკეთ შეძლოს საჭირო ინფორმაციის შენახვა- გამოყენება. მაგ: ბჭყალების გამოყენება. გავეცანით, როგორ დავიცვათ საავთორო უფლებები.

Sunday, April 17, 2016

4-ე დღე

    ესმოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელიშეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.

    გავეცანი ხუთ სტრადეგიას. ამ სტრადეგიაში გავეცანი შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.
ეს მეთოდები და ინსტრუმენტები დამეხმარა შევუფასო მოსწავლეებს:
1.წინარე ცოდნა და საჭიროებები,
2.პროგრესის მონიტორინგი,
3.თვითრეგულირება და თანამშრომლობა,
4.მეტაშემეცნების წახალისება და გაგების შემოწმება,
5.გაგების დემოსტრირება.


 გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია.

Saturday, April 16, 2016

მე-3 დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემისაკვანძო კითხვების გამოენებაში რამდენიმე თვალსაზრისით.
სტანდარტების დადგენა დამეხმარა შემემუშავებინა პროექტის მიძნები.
მიმართულების მიმცემი კითხვები დამეხმარა მოსწავლეების შინაარსის წვდომაში.